Sunday, June 29, 2014

ტრენინგის მე-9 დღე

ტრენინგის  მე-9  დღეს  გადავხედეთ  ჩვენს  პორტფოლიოს, შემდეგ youtbe-ზე ვიდეოფაილების საცავიდან  ჩვენს  ბლოგზე გადავიტანეთ  ვიდეო.
    ტრენინგის  ყველა მონაწილემ  წარადგინა თავიანთი პროექტების პრეზენტაციები.  შევაჯამეთ ტრენინგი და  მიუდგომლად ვამბობ, რომ  მსგავსი  ტრენერი ალბათ  ცოტაა ქვეყანაში,რისთვისაც  დიდი მადლობა მინდა გადავუხადო  ქალბატონ ქეთის , რომელმაც თავდაუზოგავად  იშრომა და ბევრ ნიჭიერ  მასწავლებელს დაეხმარა მომავალში თავისი  პროფესიის  თანამედროვე ტექნოლოგიებით რეალიზებაში.

Saturday, June 28, 2014

მე-8 დღე

ტრენინგის  მე-8 დღე განვლილი მასალის გამეორებით,რის  შემდეგაც ვიმუშავეთ  ფასილიტაციის  რესურსის  შექმნასა და  მის  დიზაინზე.  გადავხედეთ ჩვენს  პორტფოლიოს, ვიმუშავეთ  საქაღალდის  დასახელების შეცვლაზე, პროექტის პორტფოლიო  გადავიტანეთ ჩვენს  ბლოგზე.  ვისწავლეთ  სიის გაჯეტის  შექმნა.

Sunday, June 22, 2014

მე-6 დღე

ტრენინგის მე-6 დღე დავიწყეთ შესწავლილის განმეორებით. განვიხილეთ და ჩამოვაყალიბეთ სხვადასხვა სახის შეფასებები. დაწვრილებით განვიხილეთ მოსწავლის პრეზენტაციების ნიმუშები და შევასრულეთ   ნიმუშები. აგრეთვე გადავხედეთ პროექტის გეგმას .დღემ საინტერესოდ ჩაიარა.

Saturday, June 21, 2014

ტრენინგის მე-5 დღე

ტრენინგის მე-5 დღე საინტერესოდ  წარიმართა-გავიმეორეთ შესწავლილი მასალა, ვიმუშავეთ გამოყენებული  ლიტერატურის შაბლონებზე, შევისწავლეთ მოსწავლის ნიმუშები, ბლოგზე მუშაობა,  ვიმუშავეთ გაჯეტებზე , შევქმენით სამი გაჯეტი-სურათი, გამოკითხვა და საათის გაჯეტი.

Sunday, June 8, 2014

მე-4 დღე

მე-4 დღეს გავიმეორეთ პროექტზე მუშაობის გეგმა,ვიმუშავეთ  დროში გაწერილი შეფასების გეგმის შედგენაზე, ვიმუშავეთ პროექტის  პორტფოლიოს  შექმნასა და მის პრეზენტაციაზე, გადავიტანეთ ბლოგზე, ვისწავლეთ ერთმანეთთან კომენტარების გაკეთება.