Sunday, June 29, 2014

ტრენინგის მე-9 დღე

ტრენინგის  მე-9  დღეს  გადავხედეთ  ჩვენს  პორტფოლიოს, შემდეგ youtbe-ზე ვიდეოფაილების საცავიდან  ჩვენს  ბლოგზე გადავიტანეთ  ვიდეო.
    ტრენინგის  ყველა მონაწილემ  წარადგინა თავიანთი პროექტების პრეზენტაციები.  შევაჯამეთ ტრენინგი და  მიუდგომლად ვამბობ, რომ  მსგავსი  ტრენერი ალბათ  ცოტაა ქვეყანაში,რისთვისაც  დიდი მადლობა მინდა გადავუხადო  ქალბატონ ქეთის , რომელმაც თავდაუზოგავად  იშრომა და ბევრ ნიჭიერ  მასწავლებელს დაეხმარა მომავალში თავისი  პროფესიის  თანამედროვე ტექნოლოგიებით რეალიზებაში.

Saturday, June 28, 2014

მე-8 დღე

ტრენინგის  მე-8 დღე განვლილი მასალის გამეორებით,რის  შემდეგაც ვიმუშავეთ  ფასილიტაციის  რესურსის  შექმნასა და  მის  დიზაინზე.  გადავხედეთ ჩვენს  პორტფოლიოს, ვიმუშავეთ  საქაღალდის  დასახელების შეცვლაზე, პროექტის პორტფოლიო  გადავიტანეთ ჩვენს  ბლოგზე.  ვისწავლეთ  სიის გაჯეტის  შექმნა.

Sunday, June 22, 2014

მე-6 დღე

ტრენინგის მე-6 დღე დავიწყეთ შესწავლილის განმეორებით. განვიხილეთ და ჩამოვაყალიბეთ სხვადასხვა სახის შეფასებები. დაწვრილებით განვიხილეთ მოსწავლის პრეზენტაციების ნიმუშები და შევასრულეთ   ნიმუშები. აგრეთვე გადავხედეთ პროექტის გეგმას .დღემ საინტერესოდ ჩაიარა.

Saturday, June 21, 2014

ტრენინგის მე-5 დღე

ტრენინგის მე-5 დღე საინტერესოდ  წარიმართა-გავიმეორეთ შესწავლილი მასალა, ვიმუშავეთ გამოყენებული  ლიტერატურის შაბლონებზე, შევისწავლეთ მოსწავლის ნიმუშები, ბლოგზე მუშაობა,  ვიმუშავეთ გაჯეტებზე , შევქმენით სამი გაჯეტი-სურათი, გამოკითხვა და საათის გაჯეტი.

Sunday, June 8, 2014

მე-4 დღე

მე-4 დღეს გავიმეორეთ პროექტზე მუშაობის გეგმა,ვიმუშავეთ  დროში გაწერილი შეფასების გეგმის შედგენაზე, ვიმუშავეთ პროექტის  პორტფოლიოს  შექმნასა და მის პრეზენტაციაზე, გადავიტანეთ ბლოგზე, ვისწავლეთ ერთმანეთთან კომენტარების გაკეთება.

Saturday, June 7, 2014

ტრენინგის მე-3 დღე

ტრენინგის მე-3 დღე ნაყოფიერი აღმოჩნდა: ვიმუშავეთ პროექტის გეგმაზე, დავადგინეთ სტანდარტები, რომელმაც საშუალება მოგვცა გავსულიყავით მიზანზე, შევიმუშავეთ მიმართულების მიმცემი კითხვები-ზოგადი,თემატური და შინაარსობრივი.
  ვიმუშავეთ ბლოგებზე, ვცვალეთ სათაურები, შევისწავლეთ ბლოგის წაშლა- აღდგენაზე.

Sunday, June 1, 2014

ტრენინგის მეორე დღე

1. საშინაო დავალები მიმოხილვა
2. წინა მასალის გამეორეობა
3.ბუკლეტის დამზადება და შენახვა
4რეკლამის დამზადება.
5.ტექსტის ჩასმა ბუკლეტში
6.ბლოგზე სურათის ჩასმა

Saturday, May 31, 2014

31.05

                

                   ტრენინგის პირველი დღე


             დღის წესრიგი:


         * გაცნობა წარდგენა
         * გზამკვლევის დათვალიერება
         * XXI საუკუნის უნარ-ჩვევების გაცნობა
         *კურსის მოდულების მიმოხილვა
         * პორტფოლიოს საქაღალდეების შექმნა
         * პორთფოლიოს რუბრიკის ჩეკ-ლისტის გაცნობა
         * რეფლექსია